საქართველოს მთავრობის
განკარგულება №57
2014 წლის 1 6 იანვარი
ქ. თბილისი
„გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის განახლების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 სექტემბრის № 1391 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 ‑ე მუხლის შესაბამისად , „გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის განახლების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 სექტემბრის №1391 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონო მი კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო ს , რომ შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ (ს/კ 404428071) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადით, გადასცეს ქ ალაქ გარდაბანში მდებარე შენობ ა‑ნაგებობები №1 (საერთო ფართით 385 კვ.მ ), №2 (საერთო ფართით 541 კვ.მ) და მა თ ზე დამაგრებული 111423 კვ . მ არასასოფლო ‑ სამეურნეო დანიშნულების მ იწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 81 . 15 . 30 .0 75 ) .“.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები .
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი