ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
52
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-15
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016485
ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 52

2014 წლის 15 იანვარი

  ქ. თბილისი

ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსა დგენ კანონპროექტებ ზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

       „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხ­ლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონ­მდებ­ლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტშიწარსადგენ საქარ­თვე­ლოს ორგანული კანო­ნის პროექ­ტზე „საქარ­თვე­ლოს მოქალაქეობის შე­სახებ“და საქარ­თველოს კანონის პროექტებზე: „ლტო­ლვი­ლისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონში ცვლი­ლების შეტანის თაობაზე“, „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულე­ბით გა­დასახლებულ პირთა რეპა­ტრი­აციის შესახებ“ საქართ­ველოს კა­ნონ­ში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ოკუ­პირე­ბუ­ლი ტერი­ტო­რიებიდან იძულე­ბით გადა­ადგი­ლებულ პირთა – დევ­ნი­ლთა შესახებ“ სა­ქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაო­ბაზე“ საქართველოს პარლამენტის სა­კო­­მიტეტო და პლე­­ნა­რულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს სა­ქარ­­თვე­ლოს იუს­ტი­­ცი­ის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბა­რა­მიძე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია