ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
693
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 693

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნ­ქტით „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის “ გათვალისწინებული ასიგნებებიდან სა­ქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად გამოუყოს 99 991 (ოთხმოც­დაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ა) თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 11 805 (თერთმეტი ათას რვაას ხუთი) ლარი;

ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 32 962 (ოცდათორმეტი ათას ცხრაას სამოცაორი) ლარი;

გ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 11 762 (თერთმეტი ათას შვიდას სამოცდაორი) ლარი;

დ) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 43 462 (ორმოცდასამი ათას ოთხას სამოცდაორი) ლარი.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესა­ბამისად , უფლება მიეცეთ თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნ­ველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილა­ური). ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელ­მწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრა­ციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი, მცხეთა) ვ. მაღლაფერიძეს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                             გ. ბარამიძე

კრებსითი — სრული ვერსია