საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 97 8
2013 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საჯარო სამსახურის ბიუროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ:
ა)წლის განმავლობაში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 9 ერთეულით;
ბ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის არაუმეტეს 35%-ისა.
პრემიერ- მინისტრი ბ. ივანიშვილი