„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №435 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
975
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №435 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 975

2013 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 7 მაისის № 435 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 - ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 201 3 წლის 1 7 მაისის № 435 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 522 300 (ხუთას ოცდაორი ათას სამასი) ლარი, მათ შორის:

- 122 300 (ას ოცდაორი ათას სამასი) ლარი - ქართული დიასპორის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

- 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, ქართული საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდამჭერი ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

პრემიერ- მინისტრი ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია