საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და სს „ალიანს ენერჯის“ შორის 2011 წლის 18 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
831
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-26
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და სს „ალიანს ენერჯის“ შორის 2011 წლის 18 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №83 1

2013 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და სს „ალიანს ენერჯის“ შორის 2011 წლის 18 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად სს „AE-SGI Energy I“-ის წინადადება 2011 წლის 18 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრუ­ლების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო გარანტიის იმავე ოდენობის ახალი საბანკო გარანტიით ჩანაცვლების თაობაზე.

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერ­გეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და სს „AE-SGI Energy I“-ს შორის დასადები შეთანხმების პროექტი.

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თა­ნახმად, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწე­როს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კ. კალაძემ.

4. ამ განკარგულების მეორე პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სახელით შესაბამისი ქმედებების (მათ შორის, 340 000.00 აშშ დოლარის ოდენობის ახალი საბანკო გარან­ტიის წარმოდგენის სანაცვლოდ, არსებული 340 000.00 აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე შესაბამის ბანკში წარსადგენ წერილზე ხელმოწერა) განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კ. კალაძეს.

პრემიერ‑მინისტრი             ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია