ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP+) განახლებულ სქემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
271
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP+) განახლებულ სქემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №271

2013 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP+) განახლებულ სქემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადება 2014 წლის პირველი იანვრიდან, ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP+) განახლებულ სქემაზე საქართველოს გადასვლის თაობაზე.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ევროკომისიისთვის წარსადგენ განაცხადზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.

პრემიერ-მინისტრი                                                     ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია