სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
258
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №258

2013 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალიდან ამოღე­ბულ იქნეს საზოგადოების საკუთრებაში არსებული, დანართში მითითე­ბული უძრავი ქონება.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                           ბ. ივანიშვილი

 

დანართი

 

№

მისამართი

საკადასტრო კოდი

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა

1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სოფელი დარჩელი

43.25.42.009

154 563 კვ.მ

2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სოფელი დარჩელი

43.25.42.011

52 037 კვ.მ

3

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სოფელი დარჩელი

43.25.42.014

89 847 კვ.მ

4

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სოფელი დარჩელი

43.25.42.017

64 068 კვ.მ

5

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სოფელი დარჩელი

43.25.42.021

139 600 კვ.მ

 

კრებსითი — სრული ვერსია