„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6011
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-04
სარეგისტრაციო კოდი
320.110.000.05.001.003.197
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული ბიუჯეტის არანაკლებ 25%-ისა უნდა მოხმარდეს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქებას, აგრეთვე უმცირესობების ენებზე მომზადებული პროგრამების გადაცემას.“.

2. 76-ე მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. 2006 წლის 1 იანვრიდან ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 მარტი.

№6011–რს

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია