საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აუცილებელი მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
246
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აუცილებელი მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №246

2013 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აუცილებელი მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აუცილებელი მომსახურებით შეზღუდულ ვადებში 2013 წლის განმავლობაში შეუფერხებლად უზრუნველყოფის მიზნით, ნება დაერთოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტელექტუალური (საექსპერტო) მომსახურებების არაუმეტეს 55 000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                     ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია