საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
245
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №245

2013 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „საქართველოს ბანკს“ იჯარის ფორმით გადასცეს ქალაქ თბილისში მარშალ გელოვანის გამზირზე №6-ში, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული ფართი (უძრავი ქონება) 7.81 კვ.მ (საკადასტრო კოდი 01.10.10.022.093) ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის პირველ იანვრამდე, ყოველთვიური საიჯარო ქირით 150 ლარად.

პრემიერ‑მინისტრი                                                     ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია