საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
215
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №215

2013 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ქ. თბილისში 2013 წლის 15-25 მარტს ჭიდაობაში (თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და ქალთა ჭიდაობა) 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის, მის ფარგლებში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) კონგრესისა და მსაჯთა სემინარის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 860 000 (რვაას სამოცი ათასი) ლარი, შემდგომში ა(ა)იპ - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისათვის გადასაცემად.

პრემიერ-მინისტრი                                                    ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია