„ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის №692 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
816
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის №692 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №816

2013 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო    ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის №692 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის №692 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ. თადუმაძისა და ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“.

2. განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

პრემიერ-მინისტრი               ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია