თეთრი წყაროს, მარნეულის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
688
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
თეთრი წყაროს, მარნეულის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 688

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

თეთრიწყაროს, მარნეულის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნ­ქტით „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის “ გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) გამოყოს:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განსახორ­ციელებელი პროექტებისათვის – 100 000 (ასი  ათასი) ლარი, № 1 დანართის შესაბამისად; *

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტში განსახორციელე­ბელი პროექტებისათვის – 110 000 (ას ათი ათასი) ლარი, № 2 დანართის შესაბამისად; *

გ) დმანისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 110 000 (ას ათი ათასი) ლარი, № 3 დანართის შესაბამისად; *

დ) წალკის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 305 000 (სამას ხუთი ათასი) ლარი, № 4 დანართის შესაბამისად. *

2. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნ­ველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე კონ­ტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნე­ბულს – გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში (თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები) ზ. მელი­ქიშვილს.

3. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესა­ბამისად უფლება მიეცეთ თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                     გ. ბარამიძე

 

* დანართები არ ქვეყნდება

კრებსითი — სრული ვერსია