დ. ძაგნიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
556
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
დ. ძაგნიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 556

2005 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

დ. ძაგნიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით  წარდგენილ  კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის “ 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის ვანო ხუხუნაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „ ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ “ საქარ­თველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს იუს­ტი­­ციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე.

2.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია