თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
687
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 687

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები­სათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიას გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი საახალწლო განათებისა და ნაძვის ხის შესაძენად.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიას შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების სა­შუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინსიტრომ, ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრა­ციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიცი­პალიტეტები) ზ. მელიქიშვილს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                   გ. ბარამიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია