საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1064
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1064

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე

„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ ზ“ და „ ი“ ქვეპუნქტებისა და „ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის № 77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის „ ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის № 77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის „ ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების შემძენ პირებს მოსთხოვოს ექსპერტიზის ან/და აუდიტის ჩატარების მიზნით მიმართონ შემდეგ პირებს:

ა) სსიპ – ლევან სამხარაული ს სახელობის სასამართლო   ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;

ბ) P ricewaterhouseCoopers ;

გ) D eloitte ;

დ) KPMG;

ე) E rnst & Y oung ;

ვ) Grant Thornton ;

ზ) BDO Stoy Hayward ;

თ) Baker Tilly ;

ი) Smith & Williamson ;

კ) Tenon Group ;

ლ) P KF.

პრემიერ -მინისტრი                                                                     ნ. გილაური 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია