საქართველოს მთავრობის
განკარგულება №8 1 3
2013 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 -ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის № 2081 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 -ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის № 2081 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 130 ერთეულით;“ .
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი