საქართველოს მთავრობის
განკარგულება №773
2013 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საფინანსო- ანალიტიკური სამსახურისთვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 -ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებ ზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლისათვის განსაზღვროს:
ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არაუმეტეს 20 ერთეულით;
ბ) შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარით.
პრემიერ- მინისტრი ბ. ივანიშვილი