|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 28-ით. |
| მუხლი 2 |
სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: |
1.
ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე - 1კვ. მეტრისათვის - 2 ლარით; |
2.
სოფლებში 1კვ. მეტრისათვის - 1,0 ლარით; |
3.
დასახლებათა შორის არეალებში 1კვ.მეტრისათვის - 0,50 ლარით. |
4.
დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) 1კვ. მეტრისათვის - 1,25 ლარით. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №58 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|