საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1066
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს № 525 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს № 525 განკარგულებაში და ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) შესაძლოდ მოკლე დროში განახორციელოს დაბა ბაკურიანის წრიული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებითა და ტექნიკური ზედამხედველობით) „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების მოვლა-შენახვის ხარჯების“ (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში) მუხლით (ორგანიზაციული კოდი _ 25 03 01 02) და „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების მოვლა-შენახვის ხარჯების“ (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში) მუხლით (ორგანიზაციული კოდი _ 25 04 01 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან; “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური