საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1061
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ თვითმმართველი ქალაქი ფოთისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის № 458 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ თვითმმართველი ქალაქი ფოთისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის № 458 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. მიმდინარე ხარჯებისა და ნაკისრი ვალდებულებების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ფოთს გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური