საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1060
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ თვითმმართველი ქალაქი ფოთისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის № 93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ თვითმმართველი ქალაქი ფოთისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის № 93 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. 2009 წლის პირველ კვარტალში ქალაქ ფოთს აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური სიძნელეები, რაც აფერხებს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თითმმართველ ქალაქ ფოთს გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილონ ხუთასი ათასი) ლარი. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური