„საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1032
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1032

2009 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის № 731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქ­მედებების შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფუ­ლა­დი დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის № 731 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„ 1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინის­ტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფე­როში მოქმედ სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად დააზუსტოს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს მონაცემები იმ პირთა შესა­ხებ, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსე­თის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულე­ბული გახდნენ, დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილე­ბი და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტო­რიის ფარ­გლებში, და რომლებიც განსახლებული იქნებიან სა­ხელ­მწიფოს ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირე­ბულ, ან ახლად შეძენილ საცხოვრებელ ადგილებში.“ .

პრემიერ-მინისტრი                                                                                                                ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია