საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,გოკი და კომპანიას” შორის არსებულ მორიგების აქტში ცვლილების შეტანის მოწონების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
707
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,გოკი და კომპანიას” შორის არსებულ მორიგების აქტში ცვლილების შეტანის მოწონების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №707

2013 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,გოკი და კომპანიას” შორის არსებულ მორიგების აქტში ცვლილების შეტანის მოწონების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე -5 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20 07 წლის 28 ნოემბრის განჩინებით (საქმე № 3/489-06) დამტკიცებულ მორიგებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მორიგების აქტის თანდართული პროექტი.

2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები .

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია