საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 6 46
2007 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. № 83/11), როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. № 83/11), როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის № 1-1/1702 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი