საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 6 40
2007 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის № 139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის № 139 განკარგულების პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი