„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
158
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №158

2013 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №7 განკარგულებაში და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განსაზღვროს 18 ერთეულით, მათ შორის 10 ერთეული - საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ქვეპროგრამით - ,,ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფის ღონისძიებები“ გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.

 პრემიერ-მინისტრი                                                ბ. ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია