საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
149
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-02-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №149

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელ­მწი­ფოებ­­რივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუ­დულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების უზრუნველსაყოფად, სსიპ - საქარ­თვე­ლოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენ­ტომ, მის კომპეტენციაში შემავალი ეროვნული ეტალონების (სანი­მუშო გაზომვის საშუალებების) მოვლა-შენახვისა და მათი საერთაშო­რისო დონეზე მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის განმავლობაში, მათ დაკალიბრებასთან დაკავშირებული მომსახურე­ბის სახელმწიფო შესყიდვა უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსი­ლე­ბის/კომპეტენციის მქონე დაწესებულებისაგან (მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტები და საერთაშორისოდ აღიარებული აკრედი­ტაციის მქონე ლაბორატორიები) განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია