საქართველოს მთავრობის
განკარგულება №148
2013 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მეთევზე-მეზღვაურებისათვის დროებითი მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის №1327 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მეთევზე-მეზღვაურებისათვის დროებითი მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის №1327 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დროებითი მოწმობა მოქმედებს „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში.“;
ბ) ამოღებულ იქნე ს განკარგულების მე-5 პუნქტი.
2.განკარგულება ძალაშია 2013 წლის 1 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი