„ა(ა)იპ - საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №362 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
147
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-02-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ა(ა)იპ - საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №362 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №147

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„ა(ა)იპ - საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №362 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ა(ა)იპ – საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №362 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.ა(ა)იპ – საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ არაუგვიანეს 2013 წლის 1 სექტემბრისა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე განახორციელოს:

ა) 2 კომბინირებული სპორტული სტენდის მოწყობა, სადაც შესაძლებელი იქნება მაღალი რანგის შეჯიბრებების ჩატარება;

ბ) სპორტსმენებისათვის გასახდელის აშენება;

გ) იარაღის შესანახი საწყობების აღდგენა;

დ) ელექტრომომარაგების, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მოწყობა;

ე) ტერიტორიის მოწყობა, რომელიც აქტუალური იქნება დასვენების ცენტრად სროლის მოყვარული ნებისმიერი მსურველისათვის.“.

3. ა(ა)იპ – საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ დამოუკიდებლად, ან/და მესამე პირის (ინვესტორის) მეშვეობით, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, განახორციელოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები.“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                      ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია