„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
90
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-21
სარეგისტრაციო კოდი
360160000.10.003.017709
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №90

2014 წლის 17 იანვარი

   ქ.თბილისი

 

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამ­ტკი­ცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვ­რის  №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070­­.10.003.      017­666) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქცი­ით:

„მუხლი 2.

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესუ­რსე­ბის მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანება.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის ამოქმედებ­ამ­დე არსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ფორმები ინარჩუ­ნე­ბენ ძალას მათი მარაგის სრულ ამოწურვამდე.

3. ამ რეგლამენტით დამტკიცებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუ­მენტების ფორმების ნუმერაცია გაგრძელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გან­საზღვრული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ფორმის ბოლო ნომ­რიდან.

4. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთ­­ხოვნის შესაბამისად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის, როგორც  მკაც­­რი აღრიცხვის დოკუმენტის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რე­გის­ტრაციაში გატარების მიზნით, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესა­ხებ“ საქართველოს კანონით დადგენილ უწყებებთან შესაბამისი პროცე­დუ­რების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავ­რცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია