|
ტექნიკური რეგლამენტების: „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის დადგენილება №232 – ვებგვერდი, 28.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №579 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის დადგენილება №80 - ვებგვერდი, 23.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 20 მაისის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის დადგენილება №335 - ვებგვერდი, 28.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №484 - ვებგვერდი, 03.11.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის დადგენილება №217 - ვებგვერდი, 01.05.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის დადგენილება №330 - ვებგვერდი, 14.06.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 მაისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 21.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №600 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 ივლისის დადგენილება №416 – ვებგვერდი, 09.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №673 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 ივლისის დადგენილება №363 – ვებგვერდი, 22.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №421 – ვებგვერდი, 24.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის დადგენილება №70 – ვებგვერდი, 17.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 27.07.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №546 – ვებგვერდი, 06.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №95 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №166 – ვებგვერდი, 02.05.2023წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 ივნისის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 25.06.2024წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №469 – ვებგვერდი, 31.12.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №350 - ვებგვერდი, 13.08.2025წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №568 – ვებგვერდი, 26.12.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 18 თებერვლის დადგენილება №68 - ვებგვერდი, 19.02.2026წ.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტები:
ა) (ამოღებულია - 09.11.2020, №673); ბ) (ამოღებულია - 28.04.2021, №196); გ) (ძალადაკარგულია - 28.04.2017, №217); დ) (ამოღებულია - 25.06.2015, №306); ე) (ამოღებულია - 12.08.2025, №350); ვ) „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 6); ზ) (ამოღებულია - 24.06.2024, №208); თ) (ამოღებულია - 05.12.2019, №600); ი) (ამოღებულია - 19.02.2016, №80); კ) (ამოღებულია - 17.05.2019, №232); ლ) (ამოღებულია - 10.03.2023, №95); მ) (ამოღებულია - 12.08.2025, №350); ნ) (ამოღებულია - 12.08.2025, №350); ო) (ამოღებულია - 14.07.2015, №349); პ) (ამოღებულია - 30.12.2024, №469); ჟ) (ამოღებულია - 12.06.2018, №330); რ) სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი (დანართი 17); ს) (ამოღებულია - 15.02.2022, №70); ტ) (ამოღებულია - 18.02.2026, №68); უ) (ამოღებულია - 21.07.2021, №363); ფ) (ამოღებულია - 15.02.2022, №70); ქ) (ამოღებულია - 30.12.2024, №469) ; ღ) (ამოღებულია - 05.12.2022, №546); ყ) (ამოღებულია - 24.12.2025, №568 ); შ) (ამოღებულია - 30.12.2024, №469) ; ჩ) (ამოღებულია - 12.08.2025, №350); ც) (ამოღებულია - 12.08.2025, №350); ძ) ტექნიკური რეგლამენტი – „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 28); წ) ტექნიკური რეგლამენტი – „კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 29); ჭ) ტექნიკური რეგლამენტი – „ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 30); ხ) ტექნიკური რეგლამენტი – გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 31). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის დადგენილება №232 – ვებგვერდი, 28.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის დადგენილება №306 – ვებგვერდი, 30.06.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის დადგენილება №80 - ვებგვერდი, 23.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 20 მაისის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის დადგენილება №335 - ვებგვერდი, 28.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №484 - ვებგვერდი, 03.11.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის დადგენილება №217 - ვებგვერდი, 01.05.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის დადგენილება №330 - ვებგვერდი, 14.06.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 მაისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 21.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №600 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 ივლისის დადგენილება №416 – ვებგვერდი, 09.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №673 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 ივლისის დადგენილება №363 – ვებგვერდი, 22.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №421 – ვებგვერდი, 24.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის დადგენილება №70 – ვებგვერდი, 17.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 27.07.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №546 – ვებგვერდი, 06.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №95 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №166 – ვებგვერდი, 02.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 ივნისის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 25.06.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №469 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №350 - ვებგვერდი, 13.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №568 – ვებგვერდი, 26.12.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 18 თებერვლის დადგენილება №68 - ვებგვერდი, 19.02.2026წ.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 14 ივლისის №535 ბრძანება; ბ) „ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დანართი 1
(ძალადაკარგულია)
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №673 – ვებგვერდი, 11.11.2020წ. |
დანართი 2 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივლისის დადგენილება №300 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
დანართი 3 ( ძალადაკარგულია) - საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის დადგენილება №217 - ვებგვერდი, 01.05.2017წ.
დანართი 4 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის დადგენილება №306 – ვებგვერდი, 30.06.2015წ.
დანართი 5 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №350 - ვებგვერდი, 13.08.2025წ.
დანართი 6 ტექნიკური რეგლამენტი - ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ყაზბეგის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ყაზბეგის ეროვნული პარკის დაშვებული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. მუხლი 2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის რეგულირების სფერო ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ყაზბეგის ეროვნული პარკის ფარგლებში 78204 ჰა ფართობზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №482 - ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივლისის დადგენილება №300 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. მუხლი 3. ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; ბ) ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, პარკის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა. 2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; დ) ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირება; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. მუხლი 4. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი 1. ყაზბეგის ეროვნული პარკი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ცენტრალური კავკასიონის ქედზე, მდინარეების – თერგის, სნოს წყლის, არაგვის, ხდეს წყლის ხეობებში და ძალზე გაფანტულ ჯგუფებადაა წარმოდგენილი ტერიტორიაზე. 2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით – 78204 ჰა. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №482 - ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივლისის დადგენილება №300 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. მუხლი 5. ყაზბეგის ეროვნული პარკის ზონირება გარემოს დაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა; ბ) ვიზიტორთა ზონა; გ) ტრადიციული გამოყენების ზონა. მუხლი 6. ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები 1. ყაზბეგის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 4953,7 ჰა-ს და მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: ა)
ბ) წერტილიდან, რომლის კოორდინატებია X-463526.74 Y-4734846.51, წერტილამდე, რომლის კოორდინატებია X-468927.74 Y-4732852.78 და წერტილიდან, რომლის კოორდინატებია X-469147.32 Y-4732803.7, წერტილამდე, რომლის კოორდინატებია X-472005.63 Y-4732848.6, ყაზბეგის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ჩრდილოეთი მონაკვეთი მიუყვება სახელმწიფო საზღვარს. 2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა; გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივლისის დადგენილება №300 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. მუხლი 7. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები 1. ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის საერთო ფართობი შეადგენს 6564,7 ჰა-ს და მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: ა)
ბ) წერტილიდან, რომლის კოორდინატებია X-450313.33 Y-4728180.38, წერტილამდე, რომლის კოორდინატებია X-460078.16 Y-4729473.83, ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ჩრდილოეთი მონაკვეთი მიუყვება სახელმწიფო საზღვარს. 2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაციიის, მოვლის, აღდგენისა და მონიტორინგისა; ბ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემისა და ტყის ეკოსისტემების დაცვის, აღდგენისა და მონიტორინგისა; გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა; დ) საგანმანათლებლო საქმიანობისა; ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობით საჰერბარიუმო და უხერხემლოების საკოლექციო მასალის შეგროვებისა; ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებისა; ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა; თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა; ი) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა; კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვებისა; ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა; მ) ფეხით და ცხენით გადაადგილებისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში გზებზე მანქანით მოძრაობისა; ნ) ბილიკების მოწყობისა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლისა; ო) ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდისა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 20-მეტრიან ზოლში სოციალური ჭრებით ჯგუფურად გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრისა და გატანისა; პ) საქონლის სატრანზიტო გადარეკვისა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვებისა; ჟ) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 3 1 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; რ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა და საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა; ს) ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წყალმომარგების სისტემის მშენებლობის მიზნით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისათვის განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა; ტ) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უკვე არსებული ობიექტების ფუნქციონირებისათვის/დემონტაჟისათვის, ასევე იმავე მუხლის 26 პუნქტის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა; უ) საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უკვე არსებული ობიექტების ფუნქციონირებისათვის/დემონტაჟისათვის, ასევე იმავე კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 20 მაისის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივლისის დადგენილება №300 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 27.07.2022წ.
მუხლი 8. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა 1. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 66685,9 ჰა-ს და მოიცავს „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც განსაზღვრული არაა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 და მე-7 მუხლებით. 2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლის, აღდგენისა და მონიტორინგისა; ბ) ტყის ეკოსისტემების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა; გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა; დ) საგანმანათლებლო საქმიანობისა; ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო და უხერხემლოების საკოლექციო მასალის შეგროვებისა; ვ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა, მათ შორის, სათხილამურო ტრასის, ამ ტრასისათვის საჭირო საბაგირო გზის და ხელოვნურად დათოვლიანების მილების მოწყობისა, რომელთა საბაზისო არქიტექტურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრებია: ვ.ა) საბაგირო ანძის სიმაღლე - არაუმეტეს 23 მეტრისა, ხოლო ანძის სადგამის სიგრძე - არაუმეტეს 5,5 მ-სა და სიგანე - არაუმეტეს 4,5 მ-სა; ვ.ბ) ზედა მოსაბრუნებელი სადგურის სიმაღლე - არაუმეტეს 4,5 მეტრისა, ხოლო სადგამის სიგრძე - არაუმეტეს 10,5 მ-სა და სიგანე - არაუმეტეს 8,5 მ-სა; ვ.გ) ტურისტული ინფრასტრუქტურის პარამეტრი: სიმაღლე − არანაკლებ 2 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 4 მ-ისა და სიგრძე − არანაკლებ 6მ-ისა; ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობისა; თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა; ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა; კ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა; ლ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა; მ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა; ნ) გზების მოვლისა და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა; ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობისა, ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვისა, საფუტკრეების მოწყობისა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვებისა, ასევე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა; პ) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №581 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 20 მაისის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №484 - ვებგვერდი, 03.11.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №482 - ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივლისის დადგენილება №300 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის დადგენილება №350 – ვებგვერდი, 15.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 27.07.2022წ.
დანართი 7 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 ივნისის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 25.06.2024წ.
დანართი 8 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №600 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.
დანართი 9 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის დადგენილება №80 - ვებგვერდი, 23.02.2016წ.
დანართი 10 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 მაისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 21.05.2019წ.
დანართი 11 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №95 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
დანართი 12 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №350 - ვებგვერდი, 13.08.2025წ.
დანართი 13 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №350 - ვებგვერდი, 13.08.2025წ.
დანართი 14 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის დადგენილება №349 – ვებგვერდი, 17.07.2015წ.
დანართი 15 ტექნიკური რეგლამენტი - ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი ,,ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის და ილტოს აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში და ილტოს აღკვეთილში დაშვებული საქმიანობის განსაზღვრულ და სამენეჯმენტო ქმედებების სახელმძღვანელო დოკუმენტს. მუხლი 2. ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალისა და ილტოს აღკვეთილის ფარგლებში, 11 461 ჰა ფართობზე, ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალისა და ილტოს აღკვეთილის კატეგორიებში განსაზღვრული რეჟიმით ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოვლის, აღდგენის, მდგრადი გამოყენების საკითხებსა და დაშვებულ საქმიანობებს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივლისის დადგენილება №300 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. მუხლი 3. ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქცონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოვლისა და აღდგენის, ამ რესურსების მდგრადი გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; ბ) ბაწარა-ბაბანეურისდაცული ტერიტორიების განსაზღვრული რეჟიმის ფარგლებში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის და ილტოს აღკვეთილის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა. 2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა და მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; დ) დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა, განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პრობების შექმნა; ე) უზრუნველყოს დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი, რელიქტური და ენდემური სახეობების დაცვა, აღდგენა და შესწავლა. მუხლი 4. ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მდებარეობა და საერთო ფართობი ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების (ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი) მდებარეობა და საერთო ფართობი განსაზღვრულია ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლებით . მუხლი 5. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი და დაშვებული საქმიანობა 1. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი შეადგენს „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ 3 036 ჰა ტერიტორიას. 2. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; ე) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა); ვ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივლისის დადგენილება №300 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. მუხლი 6. ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი და დაშვებული საქმიანობა 1. ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი შეადგენს „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ 834 ჰა ტერიტორიას. 2. ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; ე) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა); ვ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივლისის დადგენილება №300 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. მუხლი 7. ილტოს აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა 1. ილტოს აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი განისაზღვრება „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით და შეადგენს 7 591 ჰა-ს. 2. ილტოს აღკვეთილში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა; ბ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; გ) საგანმანათლებლო საქმიანობა; დ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება; ე) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა; ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა; ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება; თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება; ი) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა; კ) ფეხით და ცხენით გადაადგილება; ლ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება; მ) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა; ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საფუტკრეების მოწყობა, საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა; ო) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა; პ) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 20 მაისის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №484 - ვებგვერდი, 03.11.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივლისის დადგენილება №300 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის დადგენილება №350 – ვებგვერდი, 15.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 27.07.2022წ.
დანართი 16 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის დადგენილება №232 – ვებგვერდი, 28.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12
ივნისის დადგენილება №330
- ვებგვერდი, 14.06.2018წ.
დანართი 17 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის დადგენილება №80 - ვებგვერდი, 23.02.2016წ.
სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებების დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. მუხლი 2. სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითირეგულირების წესის რეგულირების სფერო სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოვლის და ტურიზმის განვითარების საკითხებს. მუხლი 3. სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითირეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; ბ) სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა; გ) სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის, განსაკუთრებით, კოლხური ტყის ეკოსისტემისა და გეოლოგიური, სპელეოლოგიური და ჰიდროლოგიური მნიშვნელობის ბუნების ძეგლების შენარჩუნება და დაცვა. 2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის იშვიათი გეოლოგიური, სპელეოლოგიური და ჰიდროლოგიური მნიშვნელობის ბუნების ძეგლებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორიების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; დ) სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ტერიტორიის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, კარსტული მღვიმეების, ჩანჩქერების, კანიონების, მათი ჰიდროლოგიური რეჟიმისა და მიკროკლიმატის შენარჩუნება და განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. მუხლი 4. სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის მდებარეობა და საერთოფართობი 1. სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსი მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. 2. სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ტერიტორიები მოიცავს „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბუნების ძეგლებს ამავე კანონის მე-5 − მე-7 და მე-9 − მე-13 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კერძოდ: ა) ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი − 8,4 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი); ბ) ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები − 96,8 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი); გ) ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები − 67,6 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი); დ) ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი − 0,08 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი); ე) ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი − 0,5 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი); ვ) ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი − 7,4 ჰა (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი); ზ) მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი − 91 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი); თ) მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი − 13,49 ჰა (მარტვილის მუნიციპალიტეტი). საქართველოს მთავრობის 2016 წლის 20 მაისის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №429 - ვებგვერდი, 20.08.2018წ.
მუხლი 5. სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსში დაშვებული საქმიანობა სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსში (ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი, ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები, ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები, მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი, ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი, ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი, მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი) აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა; ბ) მონიტორინგის სამუშაოების განხორციელებისა; გ) ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა; დ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა; ე) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობისა; ვ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილებისა; ზ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, ვიზიტორების საწყლოსნო მონაკვეთზე ნავით გადაადგილებისა; თ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებებისა; ი) ტურისტული ბილიკების მოწყობისა და არსებული ბილიკების მოვლისა; კ) დაცვისა და ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის ინფრასტრუქტურის შექმნისა და კეთილმოწყობისა; ლ) ბილიკების მოწყობის, მოვლის, ვიზიტორთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, ბილიკების გასწვრივ, 20-მეტრიან ზოლში ხეების ჭრისა და ბილიკების ჩახერგილობისაგან გაწმენდისა; მ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 20 მაისის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.
დანართი 18 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 20 მაისის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 24.05.2016წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის დადგენილება №70 – ვებგვერდი, 17.02.2022წ.
დანართი 19
(ძალადაკარგულია)
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის დადგენილება №335 - ვებგვერდი, 28.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 18 თებერვლის დადგენილება №68 - ვებგვერდი, 19.02.2026წ.
დანართი 20 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №484 - ვებგვერდი, 03.11.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 ივლისის დადგენილება №363 – ვებგვერდი, 22.07.2021წ.
|
დანართი 21 (ძალადაკარგულია)
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 ივლისის დადგენილება №416 – ვებგვერდი, 09.07.2020წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის დადგენილება №70 – ვებგვერდი, 17.02.2022წ.
|
დანართი 22
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 ივლისის დადგენილება №416 – ვებგვერდი, 09.07.2020წ.
ტექნიკური რეგლამენტი − ვაშლოვანის დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ არის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და რომელიც არის „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14-მე-18 მუხლებით განსაზღვრულ ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლში, ტახტი-თეფას ბუნების ძეგლსა და არწივის ხეობის ბუნების ძეგლში დაშვებული საქმიანობის განმსაზღვრელი და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილი დროებითი სახელმძღვანელო დოკუმენტი. მუხლი 2. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დროებითი რეგულირების წესის რეგულირების სფერო 1. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს. 2. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და ზოლში საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სასაზღვრო ზონისა და ზოლის რეჟიმის შესაბამისად. მუხლი 3. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტერიტორიის, ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგების გზით, უზრუნველყოს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისათვის მართვის მექანიზმის ჩამოყალიბება; ბ) ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლებისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა. 2. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად, ხელი შეუწყოს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას დაცულ ტერიტორიებზე; დ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფარგლებში, უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა, განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებისა და ძეგლების დაცვა, წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა. მუხლი 4. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მდებარეობა და საერთო ფართობი 1. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ისინი გაშლილია ჩრდილოეთიდან გომბორის მთების გაგრძელებაზე მდებარე ყაშების ფერდობებსა და სამხრეთით ივრის პლატოს შორის არსებულ ქვაბულზე. 2. დაცული ტერიტორიები მდებარეობს კახეთის რეგიონის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 3. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების კატეგორიები და ფართობი განსაზღვრულია „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14-მე-18 მუხლებით და მოიცავს დაცული ტერიტორიის შემდეგ კატეგორიებს: ა) ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი − 9 962 ჰა; ბ) ვაშლოვანის ეროვნული პარკი − 25 021 ჰა; გ) ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი − 201 ჰა; დ) ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი − 10 ჰა, ე) არწივის ხეობის ბუნების ძეგლი − 98 ჰა. მუხლი 5. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის მდებარეობა და დაშვებული საქმიანობა 1. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას. 2. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიებისა; ბ) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა (სამეცნიერო და საგანამანათლებლო, იდენტიფიკაციისა და გამრავლების მიზნით, მცირე რაოდენობის საჰერბარიუმო და საკოლექციო მასალის, მცენარეთა ნაწილების, თესლებისა და ბოლქვების, უხერხემლო და მცირე ზომის ხერხემლიანი ცხოველების ამოღება); გ) საგანმანათლებლო საქმიანობისა; დ) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა; ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოებისა (სანიმუშო ფართობების მოწყობა და მუდმივი დაკვირვების წარმოება, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება და დაკვირვება, აღრიცხვა/ინვენტარიზაცია და სხვა); ვ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა). მუხლი 6. ვაშლოვანის ეროვნული პარკის მდებარეობა, ზონირება, ზონების ფართობი და დაშვებული საქმიანობები 1. ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას. 2. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა; ბ) აღდგენის ზონა; გ) ვიზიტორთა ზონა; დ) ადმინისტრაციული ზონა; ე) ტრადიციული გამოყენების ზონა. 3. ვაშლოვანის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი შეადგენს 1930 ჰა-ს და მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: ა)
ბ) წერტილიდან, რომლის კოორდინატებია X637849.6 Y4552206, წერტილამდე, რომლის კოორდინატებია X638039 Y4552357 და წერტილიდან, რომლის კოორდინატია X638773.2 Y4554285, წერტილამდე, რომლის კოორდინატია X638674.7 Y4557303, ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საზღვარი მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. 4. ვაშლოვანის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარება (სამეცნიერო და საგანამანათლებლო, იდენტიფიკაციისა და გამრავლების მიზნით, მცირე რაოდენობის საჰერბარიუმო და საკოლექციო მასალის, მცენარეთა ნაწილების, თესლებისა და ბოლქვების, უხერხემლო და მცირე ზომის ხერხემლიანი ცხოველების ამოღება); ბ) მონიტორინგის სამუშაოების ჩატარება (სანიმუშო ფართობების მოწყობა და მუდმივი დაკვირვების წარმოება, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება და დაკვირვება, აღრიცხვა/ინვენტარიზაცია და სხვა); გ) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; დ) საკადასტრო სამუშაოების ჩატარება; ე) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა). 5. ვაშლოვანის ეროვნული პარკის აღდგენის ზონის ფართობი შეადგენს 448 ჰა-ს და მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
6. აღდგენის ზონაში დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: ა) ვიზიტორთა გადაადგილება; ბ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარება; გ) მონიტორინგის სამუშაოების ჩატარება (სანიმუშო ფართობების მოწყობა და მუდმივი დაკვირვების წარმოება, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება და დაკვირვება, აღრიცხვა/ინვენტარიზაცია და სხვა); დ) ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების აღდგენასთან დაკავშირებული აქტიური მართვის ღონისძიებების (მანიპულაციების) ჩატარება, მათ შორის, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის (ვოლიერები, სანერგეები და სხვა) მოწყობა (ვეტერინარული და ეპიზოოტიური დაავადებების გამორიცხვის მიზნით, იკრძალება ვოლიერების გარშემო შინაური პირუტყვის ძოვება 100 მ-ის ზოლში); ე) მცენარეების აღდგენის მიზნით, გარკვეული რაოდენობის თესლებისა და კალმების შეგროვება; ვ) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; ზ) საკადასტრო სამუშაოების ჩატარება; თ) რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული ფიზიკური დაცვის, სამაშველო და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარება; ი) დაშვებული საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერი სახის მუდმივი ან დროებითი მოწყობილობებისა და ნიშნების სპეციალური უფლების საფუძველზე დადგმა; კ) უმოტორო ტრანსპორტით (ცხენით, ფეხით და ა.შ.) გადაადგილება; ლ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა); მ) საქონლის ძოვება და სატრანზიტო გადარეკვა იმ ადგილებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ანთროპოგენური ჩარევით დაზიანებული ტერიტორიები; ნ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა. 7. ვაშლოვანის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 101 ჰა-ს და მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
8. ვიზიტორთა ზონაში დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: ა) ეკოტურიზმისა და რეკრეაციის მიზნით, ვიზიტორთა კონტროლირებადი დაშვება; ბ) სათავგადასავლო-რეკრეაციული საქმიანობა (მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა, ცხენოსნობა, გასაბერი ტივებითა და ნავებით დაშვება, სეზონურობისა და კვოტების მკაცრ ჩარჩოებში ანკესისა და სასროლი ბადის გამოყენებით თევზაობა); გ) ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; დ) ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების აღდგენასთან დაკავშირებული აქტიური მართვის ღონისძიებების (მანიპულაციების) ჩატარება; ე) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარება; ვ) მონიტორინგის სამუშაოების ჩატარება (სანიმუშო ფართობების მოწყობა და მუდმივი დაკვირვების წარმოება, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება და დაკვირვება, აღრიცხვა/ინვენტარიზაცია და სხვა); ზ) საკადასტრო სამუშაოების ჩატარება; თ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (სახანძრო პირსების მოწყობა, ხანძარსაშიში ტერიტორიების ჩახერგილობისაგან გაწმენდა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა); ი) სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო ბიოლოგიური და სხვა საველე მონაცემებისა და ინფორმაციის მოპოვება; კ) დაშვებული საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერი სახის მუდმივი ან დროებითი მოწყობილობებისა და ნიშნების სპეციალური უფლების საფუძველზე დადგმა; ლ) გარემოსთან ჰარმონიაში მყოფი ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის (გზები, ბილიკები, გადასახედები, პიკნიკის ადგილები, „ბუნგალო-თავშესაფრები“, კემპინგის ადგილები, ვიზიტორთა და საინფორმაციო ცენტრები) მოწყობა; მ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით, ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 20-მეტრიან ზოლში ჯგუფურად გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა; ნ) პირუტყვის სატრანზიტო გადარეკვა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვება; ო) ვიზიტორთა ზონის ბილიკებსა და გზებზე და მათ გასწვრივ 20 მ-ის ზოლზე ყველა იმ ღონისძიების ჩატარება, რომელიც უზრუნველყოფს ვიზიტორთა თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას; პ) ველური ხილის, კენკრისა და სოკოს იმ რაოდენობით შეგროვება, რაც ვიზიტორებს ეყოფათ პარკში ყოფნის პერიოდში; ჟ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა. 9. ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული ზონის ფართობი შეადგენს 3 ჰა-ს და მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
10. ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ადმინისტრაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის და ვიზიტორებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მოვლა-პატრონობისა. 11. ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი შეადგენს 22539 ჰა-ს და მოიცავს ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც არაა განსაზღვრული ამ მუხლის მე-3, მე-5, მე-7 და მე-9 პუნქტებით. 12. ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება; ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა და აღდგენა; გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი, ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა; დ) მანიპულაციური და არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ე) საგანმანათლებლო საქმიანობა; ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; თ) მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება; ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება; კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება; ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და სარგებლობა; მ) გადაადგილება ფეხითა და ცხენით, ნაწილობრივ სახეშეცვლილი ბუნების ტერიტორიაზე, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით; ნ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (სახანძრო პირსების მოწყობა, ხანძარსაშიში ტერიტორიების ჩახერგილობისაგან გაწმენდა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა); ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „დებულება ტყითსარგებლობის წესის“ 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 5 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობებზე), „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა; პ) საფუტკრეების მოწყობა; ჟ) სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა; რ) ტრადიციულ ზამთრის საძოვრებზე მწყემსებისა და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობა; ს) გადასარეკი ტრასების მოწყობა მცირე ინფრასტრუქტურით (დასარწყულებელი, დასასვენებელი) და სხვა; ტ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის დადგენილება №350 – ვებგვერდი, 15.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 27.07.2022წ.
მუხლი 7. ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლის მდებარეობა და დაშვებული საქმიანობა 1. ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლის ტერიტორია მოიცავს „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას. 2. ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) ვიზიტორთა კონტროლირებადი გადაადგილება და მათი უსაფრთხოების დაცვა; დ) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციის პერსონალის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება (სანიმუშო ფართობების მოწყობა და მუდმივი დაკვირვების წარმოება, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება და დაკვირვება, აღრიცხვა/ინვენტარიზაცია და სხვა); ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება; ზ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (სახანძრო პირსების მოწყობა, ხანძარსაშიში ტერიტორიების ჩახერგილობისაგან გაწმენდა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა); თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება; ი) ბუნების ძეგლის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და ადგილობრივი მცენარეებისა და ცხოველების დაცვის მიზნით, აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; კ) ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დაცვა; ლ) მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება. მუხლი 8. ტახტი-თეფას ბუნების ძეგლის მდებარეობა და დაშვებული საქმიანობა 1. ტახტი-თეფას ბუნების ძეგლის ტერიტორია მოიცავს „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას. 2. ტახტი-თეფას ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) ვიზიტორთა კონტროლირებადი გადაადგილება და მათი უსაფრთხოების დაცვა; დ) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციის პერსონალის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება; ზ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება; თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება; ი) ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დაცვა. მუხლი 9. არწივის ხეობის ბუნების ძეგლის მდებარეობა და დაშვებული საქმიანობა 1. არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორია მოიცავს „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას. 2. არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) ვიზიტორთა კონტროლირებადი გადაადგილება და მათი უსაფრთხოების დაცვა; დ) სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციის პერსონალის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება (სანიმუშო ფართობების მოწყობა და მუდმივი დაკვირვების წარმოება, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება და დაკვირვება, აღრიცხვა/ინვენტარიზაცია და სხვა); ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება; ზ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (სახანძრო პირსების მოწყობა, ხანძარსაშიში ტერიტორიების ჩახერგილობისაგან გაწმენდა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა და სხვა); თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება; ი) ბუნების ძეგლის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და ადგილობრივი მცენარეებისა და ცხოველების დაცვის მიზნით, აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; კ) ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დაცვა.
დანართი №23 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №673 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №546 – ვებგვერდი, 06.12.2022წ.
დანართი №24 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №421 – ვებგვერდი, 24.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 27.07.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №392 - ვებგვერდი, 21.11.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №568 – ვებგვერდი, 26.12.2025წ.
|
დანართი 25 საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №421 – ვებგვერდი, 24.08.2021წ. |
ტექნიკური რეგლამენტი −
პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (შემდგომში − დროებითი რეგულირების წესი) წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება პონტოს მუხის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს პონტოს მუხის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობით განსაზღვრულ და სამენეჯმენტო ქმედებების სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2. დროებითი რეგულირების წესის რეგულირების სფერო დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს პონტოს მუხის აღკვეთილის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 3. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) პონტოს მუხის აღკვეთილის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, პონტოს მუხის (Quercus pontica C. Koch.) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; ბ) პონტოს მუხის აღკვეთილის განსაზღვრული რეჟიმის ფარგლებში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, პონტოს მუხის აღკვეთილის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა. 2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს პონტოს მუხის აღკვეთილის ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით, საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა და მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; დ) პონტოს მუხის აღკვეთილის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსა და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა, ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა, განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ე) უზრუნველყოს პონტოს მუხის აღკვეთილში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, რელიქტური და ენდემური სახეობების დაცვა, აღდგენა და შესწავლა.
მუხლი 4. პონტოს მუხის აღკვეთილის მდებარეობა და საერთო ფართობი 1. პონტოს მუხის აღკვეთილი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. 2. პონტოს მუხის აღკვეთილის ტერიტორია მოიცავს „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 443 ჰა.
მუხლი 5. პონტოს მუხის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობა 1. პონტოს მუხის აღკვეთილის ტერიტორიაზე, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ყველა საქმიანობა, გარდა: ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვისა, მოვლისა და აღდგენისა; ბ) სამეცნიერო კვლევისა; გ) საგანმანათლებლო საქმიანობისა; დ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა; ე) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მისით სარგებლობისა, მათ შორის: ე.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობისა (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.დ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.ე) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.ზ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.თ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); შენიშვნა: „ე.ა“ – „ე.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს; ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით: მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა, პონტოს მუხის თესლის შეგროვებისა და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებისა; ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა; თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა და მონიტორინგის განხორციელებისათვის მუდმივი სანიმუშო ფართობების მოწყობისა და ფოტოხაფანგების განთავსებისა; ი) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა; კ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა; ლ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა; მ) გზების მოვლისა და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა; ნ) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წყლის რესურსებით სარგებლობისა; ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „დებულება ტყითსარგებლობის წესის“ 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 5 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საფუტკრეების მოწყობისა, საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა; პ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობისა; ჟ) განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს პონტოს მუხის აღკვეთილის ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელისშემწყობი პირობები. სოციალური დანიშნულების ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 27.07.2022წ. |
დანართი 26 (ძალადაკარგულია) საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №350 - ვებგვერდი, 13.08.2025წ.
|
დანართი 27 (ძალადაკარგულია)
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №350 - ვებგვერდი, 13.08.2025წ.
დანართი 28 საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №166 – ვებგვერდი, 02.05.2023წ.
ტექნიკური რეგლამენტი – რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (შემდგომში − დროებითი რეგულირების წესი) წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება რაჭის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს რაჭის ეროვნული პარკის დაშვებული საქმიანობით განსაზღვრულ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. მუხლი 2. დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს რაჭის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს. მუხლი 3. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) რაჭის ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; ბ) რაჭის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, ეროვნული პარკის ინტერესებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საქმიანობისა და ტურიზმის სფეროში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა. 2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად რაჭის ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით, საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; დ) რაჭის ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსა (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და აღნიშნული რესურსით რაციონალური სარგებლობა; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. მუხლი 4. რაჭის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი 1. რაჭის ეროვნული პარკი მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. 2. რაჭის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით – 50835 ჰექტარი. მუხლი 5. რაჭის ეროვნული პარკის ზონირება გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, რაჭის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა; ბ) ტრადიციული გამოყენების ზონა. მუხლი 6. რაჭის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები 1. რაჭის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 8 963 ჰა-ს და მოიცავს ალპურ მდელოებსა და საჯიხვე კლდეებს, შემდეგი გეოგრაფიული კოორდინატებით:
2. რაჭის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიებისა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგისა; გ) ბიოტექნიკური ღონისძიებებისა (სამარილეების, საკვებურების მოწყობა და სხვა); დ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა). მუხლი 7. რაჭის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა 1. რაჭის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 41 872 ჰა-ს და მოიცავს რაჭის ეროვნული პარკის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დროებითი რეგულირების წესის მე-6 მუხლით. 2. რაჭის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა; ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვისა, მოვლისა და აღდგენისა; გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვისა და მონიტორინგისა; დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა; დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა; ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა; ვ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსით სარგებლობის დროს, ტურისტების გამყოლის/გიდის თანხლებით, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა; ზ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა; თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა; ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილებისა; კ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა; ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 15 მ3-მდე საშეშე მერქანი), თიბვისა/ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა; მ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიწისქვეშა წყლებით სარგებლობისა; ნ) საფუტკრეების მოწყობისა; ო) ტრადიციულ საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებისა და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობისა; პ) გადასარეკი ტრასების მოწყობისა, მცირე ინფრასტრუქტურით (დასარწყულებელი, დასასვენებელი) და სხვა; ჟ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა; რ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მისით სარგებლობისა, მათ შორის: რ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობისა (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.დ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ე) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ზ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.თ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); შენიშვნა: „რ.ა“ – „რ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს; ს) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა); ტ) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; უ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა. 3. რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დაშვებულია სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ობიექტების განთავსება. აღნიშნულ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ტურისტული საქმიანობა, მეცნიერული კვლევა-ძიება, მშენებლობა, ობიექტების მომსახურება და ნებისმიერი სხვა საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.
დანართი 29 საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №166 – ვებგვერდი, 02.05.2023წ.
ტექნიკური რეგლამენტი – კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს კვერეთის აღკვეთილის დაშვებული საქმიანობების განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. მუხლი 2. კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს კვერეთის აღკვეთილის არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, აღდგენისა და გამოყენების საკითხებს. მუხლი 3. კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) კვერეთის აღკვეთილის ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; ბ) კვერეთის აღკვეთილში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა; გ) კვერეთის აღკვეთილში განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება. 2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანები: ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად კვერეთის აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს კვერეთის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს კვერეთის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; დ) კვერეთის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსის მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; ე) ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. მუხლი 4. კვერეთის აღკვეთილის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი კვერეთის აღკვეთილის ტერიტორია განსაზღვრულია „კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით, საერთო ფართობით − 14797 ჰა და მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რაჭის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე, რომელიც მოიცავს მდინარეების − ჯრუჭულისა და ჩიხურის სათავეებს, მათი ზემოწელის წყალშემკრები აუზების ტყესა და სუბალპურ მდელოებს. მუხლი 5. კვერეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობები 1. კვერეთის აღკვეთილი შექმნილია გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობათა დაცვისა და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლისა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის. 2. კვერეთის აღკვეთილში „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა; გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა; დ) აღდგენითი ღონისძიებებისა; ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილებისა; ვ) დაცვის ღონისძიებებისა, მათ შორის, ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების, როგორებიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა და მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა; ზ) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა; თ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა; ი) ტყის ეკოსისტემების დაცვისა, მოვლისა და აღდგენისა; კ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა; ლ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა; მ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო-სახანძრო გზებსა და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო, მოტოტრანსპორტით გადაადგილებისა; ნ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა; ო) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა; პ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა; ჟ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა; რ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მისით სარგებლობისა, მათ შორის: რ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობისა (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.დ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ე) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ზ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.თ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); შენიშვნა: „რ.ა“ – „რ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს; ს) გზებისა და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა; ტ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ3-მდე, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 15 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), თიბვისა, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა; უ) კვერეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებული ნადირობისა, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) საფუტკრეების მოწყობისა; ქ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა; ღ) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ყ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობისა.
დანართი 30 საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №166 – ვებგვერდი, 02.05.2023წ.
ტექნიკური რეგლამენტი – ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ტანის აღკვეთილის დაშვებული საქმიანობების განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. მუხლი 2. ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ტანის აღკვეთილის არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, აღდგენისა და გამოყენების საკითხებს. მუხლი 3. ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) ტანის აღკვეთილის ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; ბ) ტანის აღკვეთილში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა; გ) ტანის აღკვეთილში განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება. 2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანები: ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ტანის აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს ტანის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ტანის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; დ) ტანის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; ე) ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. მუხლი 4. ტანის აღკვეთილის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი ტანის აღკვეთილის ტერიტორია განსაზღვრულია „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით, საერთო ფართობით − 10 986 ჰა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში და მოიცავს ტანის ხეობას. მუხლი 5. ტანის აღკვეთილის ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობები 1. ტანის აღკვეთილი შექმნილია გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობათა დაცვისა და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლისა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის. 2. ტანის აღკვეთილში „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა გარდა: ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა; გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა; დ) აღდგენითი ღონისძიებებისა; ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილებისა; ვ) დაცვის ღონისძიებებისა, მათ შორის, ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების, როგორებიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა და მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა; ზ) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა; თ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა; ი) ტყის ეკოსისტემების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა; კ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა; ლ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა; მ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო-სახანძრო გზებსა და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო, მოტოტრანსპორტით გადაადგილებისა; ნ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა; ო) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა; პ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა; ჟ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა; რ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მისით სარგებლობისა, მათ შორის: რ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობისა (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.დ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ე) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ზ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.თ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); შენიშვნა: „რ.ა“ – „რ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს; ს) გზებისა და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა; ტ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 15 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), თიბვისა, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა; უ) საფუტკრეების მოწყობისა; ფ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა; ქ) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ღ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობისა.
დანართი 31 საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №469 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.
ტექნიკური რეგლამენტი – გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი „გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (შემდგომში − დროებითი რეგულირების წესი) წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება გურიის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს გურიის ეროვნული პარკის დაშვებული საქმიანობით განსაზღვრულ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. მუხლი 2. დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს გურიის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს. მუხლი 3. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; ბ) გურიის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, ეროვნული პარკის ინტერესებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საქმიანობისა და ტურიზმის სფეროში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა. 2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით, საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; დ) გურიის ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსა (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და აღნიშნული რესურსით რაციონალური სარგებლობა; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. მუხლი 4. გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი 1. გურიის ეროვნული პარკი მდებარეობს ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში. 2. გურიის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით – 15 310 ჰექტარი. მუხლი 5. გურიის ეროვნული პარკის ზონირება გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: ა) ბუნების მართვადი დაცვის ზონა; ბ) ტრადიციული გამოყენების ზონა. მუხლი 6. გურიის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები 1. გურიის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 414 ჰა-ს და მოიცავს ტერიტორიას შემდეგი გეოგრაფიული კოორდინატებით:
2. ბუნების მართვადი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა; ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა; გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვისა და მონიტორინგისა; დ) დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა; ე) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა; ვ) საგანმანათლებლო საქმიანობისა; ზ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ამ წესით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილებისა, სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა; თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა; ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა; კ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილებისა; ლ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა; მ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა; ნ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და სარგებლობისა; ო) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა); პ) ხანძრებისგან და მავნებელი დაავადებებისაგან დაცვის მიზნით, ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდისა და გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრისა და გატანისა; ჟ) ხანძრებისა და მავნებელი დაავადებებისაგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყით მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის, სოციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში, დაკმაყოფილებისა; რ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული სასაზღვრო პოლიციური ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობისა. მუხლი 7. გურიის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა 1. გურიის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 14 896 ჰა-ს და მოიცავს გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დროებითი რეგულირების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით. 2. გურიის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა; ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვისა, მოვლისა და აღდგენისა; გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვისა და მონიტორინგისა; დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა; დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა; ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა; ვ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ამ წესით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილებისა, სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა; ზ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა; თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა; ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილებისა; კ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა; ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 15 მ3-მდე საშეშე მერქანი), თიბვისა/ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა; მ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობისა; ნ) საფუტკრეების მოწყობისა; ო) ტრადიციულ საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებისა და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობისა; პ) გადასარეკი ტრასების მოწყობისა, მცირე ინფრასტრუქტურით (დასარწყულებელი, დასასვენებელი) და სხვა; ჟ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა; რ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მისით სარგებლობისა, მათ შორის: რ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობისა (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.დ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ე) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ზ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.თ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); შენიშვნა: „რ.ა“ – „რ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს; ს) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა); ტ) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; უ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა. |