„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №443 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/2013, 230210000.22.033.016600) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. 51-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა − წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა).“.
|