საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2
2014 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2 3-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად :
1. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2 3-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ:
ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 18 ერთეულით;
ბ) ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 7 500 ლარით;
გ) ფონდში შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 2 860 ლარით.
2.განკარგულება ძალაშია 2014 წლის 3 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი