საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ აპარატის დაფინანსების ფარგლებში ექსპერტების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2231
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016385
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ აპარატის დაფინანსების ფარგლებში ექსპერტების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2231

2013 წლის 31 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ აპარატის დაფინანსების ფარგლებში ექსპერტების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, 2014 წელს, სამინისტროს აპარატის (ორგ. კოდი 38 01 01) დაფინანსების ფარგლებში, თანადაფინანსების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს შემდეგი ექსპერტების მომსახურების შესყიდვა:

ა) მაიკლ უილიამსი (ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში (INRMW) - პროგრამის ექსპერტი);

ბ) უილრიხ კინდერმანი (საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) ექსპერტი);

გ) ანთიე ფიშერი (საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) ექსპერტი).

 

პრემიერ-მინისტრი                              ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია