საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2222
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის № 999 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის № 999 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 2. დეპარტამენტმა 2013-2014 წლებში უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქც ევი) - სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ117–კმ119 მონაკვეთზე ფერდობის ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.”;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. დეპარტამენტმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული 2014 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს 2014 წელს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.”.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი