საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ახალი საშტატო ერთეულის შემოღებისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2209
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016427
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ახალი საშტატო ერთეულის შემოღებისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2209

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ახალი საშტატო ერთეულის შემოღებისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიეცეს უფლებამოსილება, 2014 წლის 1 იანვრიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემოიღოს აუდიტო­რის საშტატო ერთეული და შესაბამისი თანამდებობრივი სარგო განსაზღ­ვროს შემდეგი ოდენობით:

ა) I საფეხური – 990 ლარი;

ბ) II საფეხური – 1090 ლარი;

გ) III საფეხური – 1200 ლარი;

დ) IV საფეხური – 1350 ლარი;

ე) V საფეხური – 1540 ლარი.

პრემიერ‑მინისტრი                                                             ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია