საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2200
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი