|
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 მაისის ბრძანება №86 - ვებგვერდი, 22.05.2014 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 09.10.2015 წ. |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) გენერალური ინსპექციის ინსპექტირების სამმართველოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების (შემდგომში – ფორმები) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. სამინისტრო ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და ამ წესის საფუძველზე. 3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 მაისის ბრძანება №86 - ვებგვერდი, 22.05.2014 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 09.10.2015 წ.
|
მუხლი 2.
ფორმების მომარაგება და გაცემა |
1. ფორმების მომარაგებას ახორციელებს სამინისტრო დამოუკიდებლად.
2. სამინისტრო ფორმების შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პოლიგრაფიულ საწარმოში, ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე. 3. პოლიგრაფიული საწარმოდან ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადო მინდობილობა. 4. ფორმების გაცემა ხდება ამისათვის უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ფორმების გაცემა უფლებამოსილ პირებზე აღირიცხება შესაბამის ჟურნალში რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული და ბეჭედდასმული. |
მუხლი 3.
ფორმების შენახვა |
1. ფორმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5- მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. ფორმები ინახება მის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან (პირებთან), რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. 3. ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში. 4. სათავსო, სადაც ინახება ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 მაისის ბრძანება №86 - ვებგვერდი, 22.05.2014 წ. |
მუხლი 4.
ფორმების შევსება |
1. თითოეული ფორმის შევსება ხორციელდება შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე.
2. შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია ფორმის გამცემს შეაქვს სპეციალურ რეესტრში. |
მუხლი 5.
გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა |
1. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ფორმების დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა ხდება შესაბამისი კომისიის სხდომის სათანადოდ შედგენილი ოქმისა და ფორმების ჩამოწერის თანდართული აქტის მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს ფორმების ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|