შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2197
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016465
შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2197

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმ ად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1119 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხის (6 500 000 ლარი) ფარგლებში, სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმომ – შპს „ სპორტმშენსერვისმა “ (ს/ნ 204878542), 2015 წელს ქ. თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის შესაბამისი საცურაო აუზის ასაშენებლად, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ- მინისტრი  ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია