ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2188
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016456
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2188

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად, შეიქმნას ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (შემდგომში – ფესტივალი) ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ­‑მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი

დავით ნარმანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის წევრი

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ალექსანდრე ჭიკაიძე –  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლერი ხაბელოვი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

ალექსანდრე ახვლედიანი – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ‑ თბილისი‑2015 ‑ ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე

პაპუნა პეტრიაშვილი – ქალაქ თბილისის მერის მოადგილე.

2 . კომისია იკრიბება არანაკლებ კვარტალში ერთხელ ფესტივალის ჩატარების საორგანიზაციო და მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.

3. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით მონაწილეობას  იღებენ სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა ორგანიზა­ციების, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პრემიერ-მინისტრი                  ი . ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია