XIM სალიცენზიო ბლოკზე 2013 წლის 27 მაისს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2187
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016454
XIM სალიცენზიო ბლოკზე 2013 წლის 27 მაისს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2187

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

XIM სალიცენზიო ბლოკზე 2013 წლის 27 მაისს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებაში  ცვლილების შეტანის შესახებ

 „ უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის № 139 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმს („ჯორჯია ოილ ენდ გეს ლიმიტედი“ (GOG),  „ნორიოს ნავთობის კომპანია“ (ნორიო) და „ჯორჯია ოილ ენდ გეს თრიალეთი ლიმიტედი“ (GOG თრიალეთი)) შორის 2013 წლის 27 მაისს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დამატება № 1 და დამატება № 2-ის პროექტები.

პრემიერ-მინისტრი            ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია