საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2181
2013 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების ” საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის № 126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოწონებულ იქნეს „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას (ევროკავშირის სახელით) შორის გასაფორმებელი საფინანსო შეთანხმება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი