2014 წლის განმავლობაში კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2171
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016440
2014 წლის განმავლობაში კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2171

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

2014 წლის განმავლობაში კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის  თანხმობის მიცემის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო ქონება − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოები და დამხმარე ლიტერატურა უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით სარგებლობაში გადასცეს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                             ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია