საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2164
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016450
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2164

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამისათვის „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (პროგრამული კოდი – 27 04) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა თვეში არაუმეტეს 1 0 000 ლარისოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                                                ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია