საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2147
2013 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის სამონასტრო კომპლექსის – სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2013-2014 წლებში 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოსგამარტივებული შესყიდვის საშუალებით .
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი