|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პროგრამას. 3. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.
მუხლი 2. პროგრამის ბენეფიციარი წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოქალაქე, რომელიც კონკრეტული სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ან სარგებლობს ნაწილობრივი დაფინანსებით და არის სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდისუუნარო.
მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების სახეები 1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს ამბულატორიული მკურნალობის, სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის, ლაბორატორიული გამოკვლევის და სააფთიაქო ხარჯები. 2. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალებებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებების მკურნალობაზე; გ) პლასტიკურ ქირურგიულ მომსახურებაზე; დ) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე; ე) განაცხადის წარდგენამდე დასრულებულ და უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე.
მუხლი 4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა 1. ბენეფიციარისთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება საანგარიშო წლის პერიოდში განხორციელდება ერთჯერადად. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ზედა ზღვარი განისაზღვრება მომსახურების მთლიანი საფასურის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი) ლარისა. 2. ბენეფიციარისთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურებისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების ნაწილობრივი დაფინანსებით ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება საანგარიშო წლის პერიოდში განხორციელდება ერთჯერადად. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ზედა ზღვარი განისაზღვრება მომსახურების დარჩენილი (უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი) საფასურის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამედიცინო მომსახურებისას, უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა თუ არ აღემატება 200 (ორასი) ლარს, იგი დაფინანსდება 100 %-ით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის დადგენილება № 8 - ვებგვერდი, 17.02.2015წ.
მუხლი 5. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. მოქალაქემ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი); ვ) ინფორმაცია გასაწევი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ; ზ) ინფორმაცია (დასტური) გამგებლის წარმომადგენლისგან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომ მოქალაქე არის სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდისუუნარო. 2. განაცხადის წარდგენამდე დასრულებულ სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინოს ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან დავალიანების შესახებ. 3. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის დადგენილება № 45 - ვებგვერდი, 11.09.2014წ.
მუხლი 6. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების გაცემის წესი 1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციით დაუყოვნებლივ ჩაჰბარდება განსახილველად მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს (შემდგომ სამუშაო ჯგუფი), რომელიც დასკვნის სახით იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ან მასზე უარის თქმის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დადგენილი ზღვრის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის მიერვე განისაზღვრება ბენეფიციარისთვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა. 2. სამუშაო ჯგუფის მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მუნიციპალიტეტის გამგებელს. 3. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის გამგებელი გასცემს საგარანტიო წერილს. 4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენისთანავე. 5. საგარანტიო წერილით აღებული ვალდებულება (სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა) შემცირებული იქნება პროპორციულად ბენეფიციარის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი, წინასწარ წარმოდგენილი დოკუმენტით (ანგარიშ- ფაქტურა ან ინვოისი) განსაზღვრული ხარჯების საბოლოოდ შემცირების შემთხვევაში. 6. სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 მარტის დადგენილება № 1 5 - ვებგვერდი, 23.03.2015წ.
მუხლი 7. მოსალოდნელი შედეგები პროგრამის სრულყოფილად განხორციელება ხელს შეუწყობს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. |