|
| მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი’’. |
| მუხლი 2 |
ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება 2012 წლის პირველ ივლისამდე აღიარებულ სამშენებლო სამუშაოებზე, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის უცხო ქვეყნის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით (მათ შორის, კრედიტის სახით) განხორციელებულ ან განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვებზე, რომელიც სრულდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10
1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წინასწარ განსაზღვრულ, უცვლელ და ერთიან (ფიქსირებულ) ფასად (lump sum), საჯარო ინტერესთა გამოხატვის გზით ჩატარებული ბაზრის წინასწარი კვლევის საფუძველზე. აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების lump sum ტიპად მიჩნევის საკითხს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ივნისის დადგენილება №278 - ვებგვერდი, 22.06.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №443 - ვებგვერდი, 16.09.2016წ. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №443 - ვებგვერდი, 16.09.2016წ.
ტექნიკური რეგლამენტი – სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი |
2. №1 ცხრილის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში მოცემულ საერთო სამშენებლო სამუშაოებზე გეგმური მოგება უნდა დაერიცხოს პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს, ხოლო №1 ცხრილის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მოცემულ სამუშაოებზე – პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს მოწყობილობის ღირებულების გამოკლებით. 3. სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვისას: ა) სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების დასადგენად სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში საერთო სამშენებლო სამუშაოებზე ზედნადები ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 10%-ით; ბ) ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოებისათვის განისაზღვროს №1 ცხრილის მიხედვით, გეგმური მოგება ყველა სახის სამუშაოებისათვის არაუმეტეს 8%-ით; გ) შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ხელშეკრულებისათვის/შესყიდვისათვის დადგენილი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი გათავისუფლებულია ხარჯთაღრიცხვის წარდგენის ვალდებულებისაგან, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს (პირდაპირ დანახარჯებს) უნდა დაერიცხოს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში, პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით; დ) სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ დაქირავებული სამშენებლო მანქანა-მექანიზმებისა და ინვენტარის ქირავნობის ღირებულება შესრულებული სამუშაოების აქტში გათვალისწინებული უნდა იყოს ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების დარიცხვის გარეშე; ე) იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო კომპანიის მიერ №1 ცხრილის პირველ და მე-2 პუნქტებში მოცემული სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენა ხორციელდება უშუალოდ მწარმოებლისგან, შემდგომი მიწოდებით უშუალოდ სამშენებლო მოედანზე (საშუამავლო კომპანიის გარეშე), მათ თვითღირებულებას შესრულებული სამუშაოების აქტში დაერიცხება გეგმური მოგება. 4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის მიერ იმ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვაზე, რომელთა ღირებულება არ აღემატება 60 000 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის ღირებულება არ აღემატება 60 000 ლარს, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების მიხედვით. 41. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის მიერ იმ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვაზე, რომლებიც გაფორმებულია „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის ფარგლებში. ამ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების მიხედვით. 5. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვაზე, რომელიც ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO) საშუალებით „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, „ავარიული სახლების ჩანაცვლების“ პროგრამის ფარგლებში, ამავე წესით განსაზღვრული პროექტის განმახორციელებლის მიერ. ამ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების მიხედვით. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №481 - ვებგვერდი, 31.10.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 11.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №26 – ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 28.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №601 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №436 – ვებგვერდი, 08.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №250 - ვებგვერდი, 08.08.2024წ.
|
ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალურ სამშენებლო სამუშაოებზე
ცხრილი №1
|