საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 977
2009 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ივნისის № 287 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ივნისის № 287 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 93 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
| უჩა გელაშვილი | - | საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარე |
| ზურაბ გუნცაძე | - | ფონდ „ ALPE “ -ს დირექტორი |
| ჯამბულ ებანოიძე | - | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე |
| გიორგი კერვალიშვილი | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე |
| სოფიო ოხანაშვილი | - | სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის „ მოამბის “ კორესპონდენტი |
| სულხან სისაური | - | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე |
| გიორგი ჯერენაშვილი | - | საქართველოს კონტროლის პალატის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. “ . |
პრემიერ-მინისტრი ნЮ გილაური